logo
ENG



"არა რუსულ კანონს!" – საჯარო მოხელე ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართავს

10 მაი 202420:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/3fwfw2whsicrq6f.jpg

ბათუმში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, ბათუმის მერიის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომელმა, ირმა ხუნდაძემ მიმართა.

"დასაქმებული ვარ მუნიციპალურ სამსახურში და ეს არ მიშლის ხელს, ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო. იმიტომ, რომ  ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, დავიცვა სახელმწიფოებირივი ინტერესები და ვფიქრობ, რომ თითოეულმა მოქალაქემ, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებმა უნდა დაიცვან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, NATO მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ეს კანონპოექქტი. იმიტომ, რომ ის ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს... კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - ამბობს ხუნდაძე.

ამ წუთებში ბათუმში, ევროპის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები მმართველ პარტიას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა